გიგი უგულავამ სამართალდამცველებს მოუწოდა, უარი განაცხადონ, თუ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევასთან დაკავშირებით დავალება გაიცემა

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შემოვარდნა იქნება გაცილებით უარესი ვანდალიზმი, ვიდრე 9 აპრილს ჩაიდინა როდიონოვმა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მან ასევე მიმართა სამართალდამცველებს და მოუწოდა, რომ უარი განაცხადონ, თუ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევასთან დაკავშირებით დავალება გაიცემა.

„ღარიბაშვილის გაპრემიერებასთან ერთად, ალბათობა კატასტროფული გადაწყვეტილებებისა, იზრდება. მინდა მივმართო პილიციელებს - გახარია გადადგა იმის გამო, რომ თქვენ არ აგეღოთ პასუხისმგებლობა იმ კატასტროფაზე, რაც შეიძლებოდა ამ უგუნურ გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. თქვენზე ძალიან ბევრი რამე იქნებოდა დამოკიდებული და თუ თქვენ გეყოფათ გამბედაობა და ეტყვით თქვენს ხელმძღვანელობას, რომ ეს არის პოლიტიკური კრიზისი და ჩხუბით და ერთმანეთის თავების დამტვრევით პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გარღმავდება და მოუწოდებთ, რომ ეს არ არის კრიმინალთან ბრძოლა, ეს არის პოლიტიკური კრიზისის ძალისმიერი გადაწყვეტის მცდელობა, რაშიც პოლიციას არაფერი ესაქმება. თქვენ ხელში იქნება ბევრი რამ, თუ თქვენ გააგებინებთ თქვენს ხელმძღვანელობას იმას, რისი მცდელობაც გახარიას ჰქონდა, ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეიძლება წავიდეს უკეთესად. თუ თქვენ მონურად დაემორჩილებით ამ შლეგი, ნახევრად ადამიანის, გაბოროტებული ჯამბაზის გადაწყვეტილებებს, მაშინ თქვენ მას ჩაყვებით საფლავში იმიტომ, რომ არამარტო თქვენ, არამედ თქვენს შთამომავლებსაც დაწყევლის ხალხი.

ჩვენ მივიღეთ სრულიად უპასუხისმგებლო, გონისგან დაცლილი ხელისუფლება და ამიტომ ერთი ათად არის თქვენი პასუხისმგებლობა გაზრდილი. ჩვენ აქ არაფერ უკანონოს არ ვაპირებთ. ჩვენთვის ცნობილია ის გეგმა, რითაც აპირებენ აქ შემოვარდნას. ჯერ შემოუშვებენ პროვოკატორს. დღეს საზოგადოების მთავარი ადრესატი უნდა იყოს ყველა ის პოლიციელი, რომელიც დგას არჩევანის წინაშე. არ შეასრულოთ ეს დავალება, უთხარით, რომ პოლიტიკური კრიზისი მაგიდაზე დაჯდომით უნდა მოგვარდეს”,- განაცხადა უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა