ირაკლი ღარიბაშვილი - ვახტანგ გომელაურს კარგი ინიციატივები აქვს, უფრო მეტი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება პოლიციას, ყველაფერს გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადაში

ბატონ ვახტანგს აქვს კარგი ინიციატივები, დამატებით რა რეფორმები შეიძლება განვახორციელოთ პოლიციაში, უფრო მეტი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება პოლიციას, ყველაფერს გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადაში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, თუ ჩვენ გვსურს სამართლებრივი, ამავდროულად სამართლიანი და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ ვალდებულები ვართ, დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც იცავენ კანონს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შს მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს უკვე ესაუბრა.

„დღეს პოლიცია არის ჩვენი ხალხის და სახელმწიფოს სამსახურში. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: პოლიციელის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა, სამართალდარღვევა მკაცრად, კანონის ფარგლებში იქნება დასჯადი. არავითარი კომპრომისი პოლიციელის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ გადაცდომაზე. თუ ჩვენ გვსურს სამართლებრივი, ამავდროულად სამართლიანი და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა, მაშინ ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ დავიცვათ კანონი და დავიცვათ ის ადამიანები, რომლებიც იცავენ კანონს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და სიცოცხლეს საკუთარი სიცოცხლის ფასად. ბატონ ვახტანგთან მქონდა უკვე საუბარი, მას აქვს კარგი ინიციატივები, დამატებით რა რეფორმები შეიძლება განვახორციელოთ პოლიციაში. უფრო მეტი მხარდაჭერა და დაფინანსება სჭირდება პოლიციას. ჩვენ ყველაფერს გადავწყვეტთ ძალიან მოკლე ვადაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2021
თენგიზ ფხალაძე - საშიშ ფაზაში ვიმყოფებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ყურადღების მიღმა გვრჩება, ყველაფერს ვაკეთებთ სახელმწიფოს ჩამოსაშლელად, მოწინააღმდეგეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ ამ პროცესში ხელი არ შეგვიშალოს
„კასტელო მარე“ ზაფხულის წარმატებული სეზონის შემდეგ საშემოდგომო სეზონისთვის ემზადება
„უმალი“ გაყინული თევზის ბაზარზე შესვლას გეგმავს
დიდი ფასდაკლება შერჩეულ პროდუქციაზე - სექტემბრის ტოპ შეთავაზება „მიჰაუსისგან“
კომპანია “ლისი რეკრეაცია” ლისის ტბასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს