გიგი უგულავა - ღარიბაშვილს თუ ჰგონია, რომ თავისი პრუტუნით აგვაგდებს და გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება - მის სიტყვას ნულოვანი ფასი აქვს, იბრიქოს რამდენიც უნდა

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები კიდევ უფრო დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ ხვალიდან იმიტომ, რომ ამ შლეგი ადამინის დანიშვნა პრემიერ-მინისტრად, კატასტროფული გადაწყვეტილებების ალბათობას ზრდის. მე ველოდები, რომ ჩვენი პარტნიორების წნეხი ხელისუფლებაზე, გაიზრდება”,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავამ ასევე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ გამოსვლაზე პარლამენტში და განაცხადა, ახალი პრემიერისგან საზოგადოებამ ბევრ საკითხზე პასუხი ვერ მოისმინა.

„ახალი პრემიერ-მინისტრის გამოსვლიდან ჩვენ არ გვინახავს ვაქცინაციის გეგმა, ჩვენ არ გვინახავს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმა, მაგრამ ვნახეთ, როგორ აპირებენ ისინი მოაშთონ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები და გააქრონ ოპოზიცია. საქართველოში მსგავსი რამ, არავის გაუკეთებია. აქცენტი ჯარზე და პოლიციაზე ამ მასხარასგან უხერხულიც კია იმიტომ, რომ სწორედ მათი მმართველობის პირობებში წააგო პოლიციამ ბრძოლა კრიმინალთან და ახლა მხოლოდ წარმოუდგენიათ პოლიცია როგორც „ოპრიჩნინა”, ანუ ერთი კაცის მსახურებაში მყოფი და მისი დავალებების შემსრულებელი”,- განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციების გადადებას, უგულავას თქმით, ამით ოპოზიციამ მოლაპარაკებებისთვის პატარა სივრცე დატოვა.

„ცხადზე ცხადად ვიცით, რომ აქციების შემთხვევაში, მათ დაგეგმილი აქვთ პროვოკაციები. ღარიბაშვილს თუ ჰგონია, რომ თავისი პრუტუნით ჩვენ ან აგვაგდებს და გადაწყვეტილებებს შეგვაცვლევინებს, ძალიან ცდება. მის სიტყვას ნულოვანი ფასი აქვს, ასე, რომ იბრიქოს რამდენიც უნდა. ის ყელი გაწიოს ლამასავით, არ გატყდეს კისერში, მეცოდება. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს. აქცია პირველ რიგში, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თხნოვნით გადავდეთ. მათ ნათლად დაინახეს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციის ალბათობა, აქცია გადავდეთ იმიტომ, რომ დავდოვეთ პატარა სივრცე იმისთვის, რომ გონს მოეგონ და მოლაპარაკების მაგიდაზე დასხნდნენ. ჩვენ ვმოქმედებთ ჯანსაღი აზრის ფარგლებში, უდანაშაულო ადამიანების ინტერესებიდან, განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელიც დღენიადაგ დაკავებულია პროვოკაციების მოწყობით. ჩვენ არ ავყვებით პროვოკაციებს და ვიქნებით მშვიდი, როგორც არასდროს მტკიცე, როგორც არასდროს”,- განაცხადა უგულავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა