ირაკლი ღარიბაშვილი მელიაზე - საქმე გვაქვს ცნობილ დამნაშავესთან, რომელიც დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ მოგვევლინა იმ მოტივით, რომ უცხოელ პარტნიორებთან წარმოაჩინონ, თითქოს პარტიის თავმჯდომარეს ვდევნით

საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან, ბატონ ნიკანორ მელიასთან, რომელიც უკვე არის დამნაშავე. ის სასამართლომ გამოაცხადა დამნაშავედ. საქმე გვაქვს კრიმინალთან, რომელიც სულ რაღაც ერთი თუ ორი თვის წინ მოგვევლინა პარტიის თავმჯდომარედ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მმართველი პარტია უარს აცხადებს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.

მისვე განმარტებით, ეს საკითხი არის დახურული და არ განიხილება.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი ამოცანა და პრიორიტეტი იქნება ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში ქვეყანაში აღადგინოს კონსტიტუციური წესრიგი, „რომ არავინ იდგეს კანონზე მაღლა ამ ქვეყანაში და კანონი უნდა აღსრულდეს“.

„მეორეს მხრივ, მინდა ეს განმარტება გავაკეთო ჩვენი გულწრფელი გულშემატკივარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი გულწრფელადაა შეწუხებული, რომ აქ, რაღაც გამოძიება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ისინი სიღრმეებში და დეტალებში არ არიან ჩასულები და არ იციან რეალური საფუძველი და შინაარსი ამ საქმეების, მაგრამ საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამნაშავესთან ბატონ ნიკანორ მელიასთან, რომელიც უკვე არის დამნაშავე. ის სასამართლომ გამოაცხადა დამნაშავედ. საქმე გვაქვს კრიმინალთან, რომელიც სულ რაღაც 1 თუ 2 თვის წინ მოგვევლინა პარტიის თავმჯდომარედ. რომელი პარტიის?! - რევოლუციური, დესტრუქციული პარტიის თავმჯდომარედ, ერთადერთი მოტივით, რომ როგორმე ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ვითარება იმგვარად წარმოაჩინონ, რომ თითქოს ჩვენ პარტიის თავმჯდომარეს ვდევნით.

ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ორგანიზებული შტურმი მოხდა სულ რაღაც 2019 წლის ივნისის თვეში, რა დროსაც დაშავდა 80 თუ 100-ზე მეტი პოლიციელი, ჩვენი ძალიან ბევრი თანამოქალაქე, ზოგიერთმა ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სინანულით აღვნიშნო ეს ფაქტი, მაგრამ მეორეს მხრივ, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჩვენ საქმე გვქონდა სახელმწიფო გადატრიალებასთან, შტურმის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის აღების მცდელობასთან. ჩვენ მაშინ ღიად ვსაუბრობდით, კითხვებს გვისვამდნენ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. ჩვენ მათ ვეკითხებოდით, როგორ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო ეს იქნება ევროპაში, თუ ამერიკაში, რომ თუ ანალოგიური შტურმი განხორციელდებოდა, მაგალითად ბრიუსელში, პარიზში, გერმანიაში, აშშ-ში. ჩვენ ვნახეთ და მომსწრეც გავხდით იმისი, რომ კაპიტოლიუმზე მოხდა ასეთი ორგანიზებული შეტევა, შტურმის მცდელობა. ეს დასრულდა იმით, რომ 150 ადამიანი დაპატიმრებულია და 4 ადამიანის ლიკვიდირება ადგილზე მოხდა. როდესაც ნიკა მელიას საქმეზე ვსაუბრობთ და მე, ძალიან არ მსიამოვნებს ამ თემაზე რომ ამდენი საუბარი მიწევს, მაგრამ ამ განმარტებას ვაკეთებ ჩვენი მეგობრებისთვის, რომ ისინი შეცდომაში არ შევიყვანოთ. ინდულგენცია არ იქნება რომელიმე პარტიის თავმჯდომარეობა. ჩვენ ვერ გავცემთ ინდულგენციებს და ისინი ვერ შეიქმნიან ალიბს. რა თქმა უნდა, ვერ დააღწევენ თავს მართლმსაჯულებას. სხვა შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა, წესრიგი, კანონი, კონსტიტუცია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა