კახა კახიშვილი - ისნის რაიონში, კორპუსებიდან ხუთ მეტრში მდებარეობს ცემენტის ქარხანა, რომელიც რაიონს მთლიანად წამლავს

საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი ამავე რაიონში მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობის საკითხის შესწავლას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით კახა კახიშვილმა პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

მისი თქმით, ქარხანა დასახლებული ტერიტორიიდან დაახლოებით, ხუთ მეტრში მდებარეობს და მოსახლეობის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

„თბილისის ცენტრში დგას ცემენტის ქარხანა, რომელიც კორპუსებიდან ხუთ მეტრში მდებარეობს და წამლავს მთლიანად რაიონს. ვფიქრობ, ეს არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი, რადგან ჩვენ ვეცადეთ სხვადასხვა გზით ამ საკითხის გადაწყვეტას. ამას თუ სახელმწიფოებრივად არ მივუდექით, ვერაფერს ვიზამთ. ადამიანები იწამლებიან, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს არის ისნის რაიონში, „დირსის“ კომპლექსი. ქარხანა დგას ხუთ მეტრში კორპუსებიდან, რომელიც ყოველგვარი ნებართვის გარეშე არამხოლოდ ამუშავებს, არამედ ყიდის კიდეც“, - განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, საკითხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ.

„ფინანსური პოლიცია იქნება, თუ საგადასახადო სამსახურები, საკითხი შეისწავლონ. პირადად გახლდით იქ, მაგრამ დამოკიდებულება ისეთია, რომ შეშვებაც არ უნდოდათ მაჟორიტარის ტერიტორიაზე, წარმოიდგინეთ, რა დონეზე აქვთ თავში ავარდნილი. ეს წამლავს მთელ მოსახლეობას, გვერდზე ბაგა-ბაღია და ბავშვები სუნთქავენ ამ ყველაფერს“, - განაცხადა კახა კახიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო