რიმა ბერაძე ირაკლი ღარიბაშვილს - ნდობისა და მხარდაჭერის საფუძველს მაძლევს თქვენი სამართლიანად პრინციპული ხასიათი

ნდობისა და მხარდაჭერის საფუძველს მაძლევს თქვენი სამართლიანად პრინციპული ხასიათი და ის გამოცდილება, რომელიც სამთავრობო გუნდში ყოფნის დროს დააგროვეთ ,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რიმა ბერაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს.

როგორც რიმა ბერაძე აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნების" ამომრჩეველთა დიდი მხარდაჭერა აქვს.

„ბატონო ირაკლი, არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ დავადასტურო და გამოვხატო ჩემი თქვენდამი პატივისცემა და მხარდაჭერა, რომელიც თქვენი, როგორც წარმატებული მმართველისა და უბრალოდ კარგი პიროვნების მიმართ გამაჩნია. ნდობისა და მხარდაჭერის საფუძველს მაძლევს თქვენი სამართლიანად პრინციპული ხასიათი და ის გამოცდილება, რომელიც სამთავრობო გუნდში ყოფნის დროს დააგროვეთ.

ყველას გვახსოვს, თქვენი პრემიერობის დროს, ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი ნაბიჯი გადადგა ევროპასთან დაახლოების გზაზე და მჯერა, რომ სწორედ თქვენ გახდებით ის ლიდერი, რომელიც 2024 წელს ხელს მოაწერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

ბოლო დროს, თქვენ მიერ, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული წარმატებული საქმეების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია. თქვენ შეძელით მთავარი და დღეს ქართულ ჯარში მსახურება მეტად პრესტიჟული და პოპულარულია, ვიდრე ეს რამდენიმე წლის უკან იყო, იქაური სამუშაო პირობები კი - გაცილებით უკეთესი. თქვენ გაქვთ „ქართული ოცნების" ამომრჩეველთა დიდი მხარდაჭერა. განსაკუთრებით იმ ადამიანებისა, რომელიც პარტიას 2012 წლიდან უჭერს მხარს. თქვენი დაბრუნება მათთვის განსაკუთრებული სიხარულის მომტანი იყო. თქვენ, 2012 წლიდან ხართ ჩვენი უცვლელი ლიდერი, რომელიც დღემდე დარჩა იმ იდეალების ერთგული, რაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, შექმნა“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

რიმა ბერაძეირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით გამოწვეულმა მსოფლიო პანდემიამ საგრძნობლად დააზარალა როგორც ქვეყნის ეკონომიკური, ასევე სოციალური მხარე.

„როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ის დამატებითი ინიციატივები, რაც ჩვენს მოსახლეობას პანდემიისგან გამოწვეულ სოციალურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს? რა ტიპის შეღავათების და დამატებითი რესურსები გვაქვს? პრივატიზების შედეგად, მხოლოდ 2020 წელს ჩვენ 130 მილიონი ლარის მობილიზება შევძელით. მიმდინარე წელს, იმ ფონზე, როცა ქვეყნის ეკონომიკა კრიზისულ მდგომარეობაშია, ჩვენი პროგნოზით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საგრძნობლად დაიკლებს. პანდემიის თავისებურებებიდან გამომდინარე, ასევე იკლებს ეკონომიკური აქტივობაც. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გეგმავთ თუ არა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო ქონების გასხვისებასა და ბიუჯეტში ამ გზით თანხების მობილიზებას?

რა პოზიცია გაქვთ ქვეყანაში საბინაო ფონდის შექმნისა და უსახლკაროთათვის ბინების მშენებლობისა და გადაცემის თაობაზე? საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მართლაც რთულ ვითარებაში იმყოფებიან და სამართლიანად აქვთ მინიჭებული უსახლკაროთა სტატუსი.

ამასთან, ქვეყნის ბიუჯეტის 1/3 სოციალური მიმართულებით გვაქვს დაგეგმილი. ქვეყანაში ბევრი სოციალურ-ეკონომიკური პროექტი განხორციელდა. მაგრამ ამ კონკრეტული მიმართულებით მაინტერესებს, ამ ეტაპისთვის რა რესურსები გაგვაჩნია ამ მიმართულებით ხელშესახები ნაბიჯების გადასადგმელად. ხომ არ გეგმავთ უახლოეს მომავალში უსახლკარო სტატუსის მქონე ადამიანების ბინებით უზრუნველყოფას?“, - მიმართა ბერაძემ ირაკლი ღარიბაშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო