ირაკლი ღარიბაშვილი ელისაშვილს - ბატონო ალეკო, როგორც ჩანს, “ნაცების“ რიტორიკას ხართ აყოლილი - არავითარი "კლანი" არ მაქვს და არც მქონია

ბატონო ალეკო, როგორც ჩანს, “ნაცების“ რიტორიკას ხართ აყოლილი, თითქოს, რაღაც კლანი მაქვს, თუ კლანი მქონდა - გიპასუხებთ, რომ არ მაქვს და არც არავითარი კლანი არ მქონია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც მას კითხვა ნათესავებთან და ე.წ. კახურ კლანთან დაკავშირებით დაუსვა.

“თუ კონკრეტული გვარები და ჩემი ურთიერთობები გაინტერესებთ, მგონი, მოსახლეობისთვის საინტერესო არ არის. თუკი ვინმესთან ურთიერთობა გავწყვიტე, ეს იმიტომ მოხდა რომ... იმის თქმა მინდა, ამ ადამიანებმა ზიანი სახელმწიფოს კი არ მიაყენეს, თუკი ვინმეს გულისხმობთ და არ ვიცი, ვის გულისხმობთ... შეიძლება ყველაზე მეტად მე დავზიანდი. ეს ექვსი წლის წინ იყო. შეცდომა ყველას მოსდის, მეც მომდის - უშეცდომო არავინ ვართ... ფილოსოფიური საკითხია, შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ. აგიხსნით ჩემს მოტივაციასა და ჩემს დამოკიდებულებას. მე წესებით ვცხოვრობ. ამ ფორმატში საუბარი ალბათ ცოტა უხერხულია. მაქვს წესები ურთიერთობაშიც, ვინც არ უნდა იყოს, ნათესავი თუ ოჯახის წევრი. ვინც ამ წესებს არღვევს, ვწყვეტ ურთიერთობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ალეკო ელისაშვილის კითხვის პასუხად.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მიმართა კითხვით: „რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, როგორც თქვენი წინამორბედი პრემიერი იტყოდა, „ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში“ თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან?“

შეგახსენებთ, პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავს.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა