ირაკლი ღარიბაშვილი ალეკო ელისაშვილს - როდის დაინახეთ, რომ ოპოზიციას ვებრძვი?- მე არ ვებრძვი ოპოზიციას, ვებრძვი ქვეყნის როგორც შიდა, ისე გარე მტრებს

თქვენ აყოლილი ხართ „ნაცმოძრაობის“ რაღაც ნარატივს. უნდა დავაზუსტოთ, რომ მე არ ვებრძვი ოპოზიციას, ვებრძვი ჩვენი ქვეყნის როგორც შიდა, ისე გარე მტრებს, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ -მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, ის ებრძვის ადამიანებს, ვინც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, ტერიტორიები დააკარგინა ქვეყანას, გაყიდა ისტორიული მიწები და 100 ათასობით საქართველოს მოქალაქეს პატივი, ღირსება და ნამუსი აჰყარა.

ღარიბაშვილის განცხადებით, ის, როგორც ერთი კონკრეტული პოლიტიკოსი და მოქალაქე ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი ძალები ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

„მე არ ვებრძვი ოპოზიციას და თქვენ ნუ ხართ აყოლილი, გამოდით ამ კომპლექსიდან, „ნაცმოძრაობის კომპლექსიდან“. მე ვიცი, რომ თქვენ ხართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და ამიტომ ზიხართ აქ, პარლამენტში. მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, არამედ ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, ვინც ტერიტორიები დაგვაკარგინა, ვინც გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ვინც 100 ათასობით ჩვენს მოქალაქეს პატივი, ღირსება, ნამუსი აჰყარა, ვინც ბიზნესები დაანგრია, აწამა, დატანჯა ჩვენი მოსახლეობა. ამ ხალხს ვებრძვი და მე, რიგითი პოლიტიკოსი და რიგითი მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი ქვეყნის მტრები ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. თქვენ თუ ამ განსხვავებას ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი, რაზე უნდა გესაუბროთ. როდის დაინახეთ, რომ მე ოპოზიციას ვებრძვი? ასეთი განზოგადებული კითხვა საიდან მოგდით? მე მაქვს ჩემი მკაფიო პოზიცია და ამ პოზიციას მე ვერ შემაცვლევინებს ვერავინ, იმიტომ, რომ ამ ადამიანებთან როგორ შეიძლება ნორმალურმა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანმა ისაუბროს?! თქვენ იდექით მათთან ერთად და კარგია, რომ გამოეცალეთ და დისტანცირება მოახერხეთ და ნუთუ, ვერ ხედავთ განსხვავებას?!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო