შემოსავლების სამსახურის უფროსმა WCO-ს ინსტიტუციონალური განვითარების კომიტეტის კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მხარდაჭერით ონლაინ ფორმატში, ინსტიტუციონალური განვითარების კომიტეტის მე-12 კონფერენცია გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული კონფერენციის ძირითადი თემაა - ,,გამოწვევების პერიოდში საბაჟო ორგანოების მართვა და მათი შემდგომი განვითარება“.

მათივე ინფორმაციით, მასშტაბური კონფერენციის პირველ სესიაზე, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ.

მისი თქმით, საბაჟოს, როგორც საზღვარზე პირველი ხაზის დაცვის აღმასრულებელ უწყებას ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია - ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმავდროულად ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით.

,,პოსტპანდემიურ სამყაროში ქვეყნები ელიან პროაქტიულ ზომებს, რათა ხელი შეუწყონ შემდგომი მოწყვლადობის შემცირებას. ეს არის დრო, როდესაც უფრო მეტად უნდა განვითარდეს საზღვრის მართვაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობა, განსაკუთრებით, სტანდარტულ საბაჟო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებით. გამოწვევებით აღსავსე პერიოდში, ეფექტური მართვა მოიცავს ჯანსაღ პროფესიულ გამოცდილებას, ცოდნის გაცვლას და სამომავლო ტენდენციების ხედვას. სწორედ, შესაძლებლობებად გარდაქმნილმა გამოწვევებმა შესაძლოა დიდი მნიშვნელობა შესძინოს ხვალინდელ დღეს“,- აღნიშნა ლევან კაკავამ.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ინსტიტუციონალური განვითარების და ტექნიკური დახმარების პროგრამები მოიცავს, როგორც სტრატეგიულ, ასევე, პროცედურულ პროექტებს და მათი კოორდინირება თავად ორგანიზაციის სამდივნოს მიერ ხორციელდება.

„აღსანიშნავია, რომ COVID-19-ით გამოწვეული გლობალური პანდემიის გავრცელების შედეგად, შექმნილმა ახალმა გამოწვევებმა, სრულად შეცვალა საბაჟო ადმინისტრაციების მართვის სისტემები და მიდგომები. სწორედ, ამ გამოწვევების პერიოდში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია, როგორც საბაჟო ექსპერტიზის გლობალური ცენტრი, წამყვან როლს ასრულებს თანამშრომლობის სხვადასხვა პლატფორმების ინიცირების, ასევე, მდგრადი მიწოდების ჯაჭვის აღდგენის, განახლებისა და მოქნილობის ხელშეწყობის პროცესში.

ფორუმის ფარგლებში, სხვადასხვა თემატურ სამუშაო სესიაზე, მონაწილეები მოისმენენ კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. ამასთან, მთავარი თემის გარშემო ჩატარდება პანელის დისკუსია, სადაც ყურადღება დაეთმობა წევრ ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლების განმტკიცებას და WCO-ს ორგანიზაციული განვითარების ფარგლებში, ინიციატივების შესაძლო გადახედვას.

ონლაინ ფორმატში გამართული შეხვედრა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მას 97 წევრი ქვეყნის ადმინისტრაციის, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის 320 წარმომადგენელი დაესწრება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო