ირაკლი კოვზანაძე - რთული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე პოლიტიკური სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

რთული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე პოლიტიკური სტაბილურობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს იხილავენ.

„რთული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკურ სტაბილურობას, რომლის გარეშე ჩვენ ვერ გვექნება ვერც მაკროეკონომიკური, ვერც ფინანსური სტაბილურობა, ვერც სწრაფ ეკონომიკურ ზრდას მივაღწევთ, ვერც კოვიდინფექციას დავამარცხებთ გონივრულ ვადებში და ვერც რეგიონში მიმდინარე ცვლილებებზე მოვახდენთ ადეკვატურ რეაგირებას“,- აღნიშნა კოვზანაძემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, პოლიტიკური დაძაბულობა უნდა დასრულდეს.

„ბევრი საქმე არის გასაკეთებელი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის უკეთესი მომავლის შესაქმნელად“ , - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა