ლევან იოსელიანი ირაკლი ღარიბაშვილს - რიტორიკა, რითაც გამოხვედით, ნიშნავს, რომ კიტოვანის გზას ირჩევთ - იმედს ვიტოვებ, თავს დააღწევთ კონფრონტაციას, ეს გზა, დავით გარეჯამდე არ მიგიყვანთ

ის რიტორიკა, რითაც ორი დღეა გამოხვედით, ნიშნავს, რომ ირჩევთ ნიკო ნიკოლაძის კი არა, თენგიზ კიტოვანის გზას ,- ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც იოსელიანმა განაცხადა, კონფრონტაციის და ზიზღის გზა ირაკლი ღარიბაშვილს „დავით გარეჯამდე არ მიიყვანს“.

„თქვენ, ხშირად გიყვართ ჩვენი სახელოვანი წინაპრების ხსენება. ხან ახსენებთ ილია ჭავჭავაძეს, ხან ნიკო ნიკოლაძეს. სინამდვილეში, ის რიტორიკა, რითაც ორი დღეა გამოხვედით და გამოდიხართ, ნიშნავს, რომ ირჩევთ ნიკო ნიკოლაძის კი არა, თენგიზ კიტოვანის გზას.

როდესაც თქვენი წინამორბედი გადადგა და 200 ათასზე მეტი თქვენი მხარდამჭერი გამოეტირა, ამაზე მაინც დაფიქრდით, რატომ ჰქონდა ამ მოვლენას ადგილი. მისი ფოტო 20 ივნისსაც იდო და არავის არ დაულაიქებია „ფეისბუქზე“. იქნებ იმიტომ მოხდა, რომ დაინახეს, ამ ადამიანმა არ გადადგა ნაბიჯი კონფრონტაციისკენ, იქნებ, ეს დააფასეს საბოლოო ჯამში.

იმედს ვიტოვებ, რომ მიუხედავად თქვენი ასეთი ორდღიანი გამოსვლისა, სადაც დააანონსეთ ოპოზიციაზე იერიში, საბოლოოდ, ამას არ გააკეთებთ. საბოლოოდ, თავს დააღწევთ კონფრონტაციას და ზიზღის გზას. ერთი რამ შემიძლია ზუსტად გითხრათ, ეს გზა, ბატონო ირაკლი, დავით გარეჯამდე არ მიგიყვანთ“, -აცხადებს იოსელიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო