ირაკლი ქარსელაძე - მცხეთის გენგეგმის კონცეფციის განხილვაში მოსახლეობის ჩართულობა მუნიციპალიტეტმა დროულად უნდა უზრუნველყოს

მცხეთის გენგეგმის მომზადებაში ჩართულია 11 პროფესიული ჯგუფი, 7 საერთაშორისო და დამოუკიდებელი ექსპერტი, ასევე იუნესკო, საპატრიარქო და მონიტორინგის მიზნით შექმნილია ორი საბჭო - ერთი პროფესიული, მეორე კი უწყებათაშორისი , - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ქარსელაძემ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი ჩართულობით მომზადდა მაქსიმალურად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია როგორც ფაქტობრივი კვლევების შედეგები, ასევე კულტურული მემკვიდრეობის, საპატრიარქოს და ქალაქის შემდგომი განვითარების შესაძლებლობების მაქსიმალურად ყველა ასპექტი.

ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კონცეფციის დოკუმენტის გამოქვეყნება და საჯარო განხილვებში მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს, რაც, სამწუხაროდ, ამ დრომდე, გაურკვეველი მიზეზების გამო არ მომხდარა.

„მიუხედავად იმისა, რომ წინა კვირას გვქონდა ამაზე საუბარი, დოკუმენტი დღემდე არ არის გამოქვეყნებული. აღნიშნული პროცესის შეუფერხებელი წარმართვა და მოსახლეობის ჩართვა მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად გენგეგმის შემდგომი დეტალური დამუშავება იუნესკომ, საპატრიარქომ და ყველა ჩართულმა მხარემ შეუფერხებლად განახორციელოს და და მოკლე ვადაში მივიღოთ უკვე ის ნამდვილად დაბალანსებული დოკუმენტი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მდიდარი, ისტორიული კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ“,-განაცხადა ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობის უკიდურესად მაღალი ინტერესის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტი უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს მცხეთის გენგეგმის კონცეფციას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა