პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა 89 ხმით გამოუცხადეს. 2 - მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

კენჭისყრის პროცედურის შემდეგ, სხდომათა დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა.

მთავრობა შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა:

პრემიერ- მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;

თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე;

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი;

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;

იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომამ გამოიწვია, რაც პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას მოჰყვა. როგორც გახარიამ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხზე მასსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს