ირაკლი კობახიძე - ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული ყველგან, სადაც მოღვაწეობდა

ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული ყველგან, სადაც ის დღემდე მოღვაწეობდა. ამას აქვს თავისი ძალიან მყარი და ლოგიკური საფუძველი - ეს არის განათლება და პროფესიონალიზმი, ეს არის პრინციპულობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის სახელმწიფოს, სამართლის, კანონის და ღირსების ფასი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის პატრიოტიზმი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ ისაუბრა და იმ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მიმართულებით იქნა გატარებული.

ირაკლი ღარიბაშვილს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი 2012 წლის დემოკრატიულ გარდატეხაში. მიუხედავად უმძიმესი რეპრესიებისა, რომელიც უშუალოდ მის ოჯახსაც შეეხო, ირაკლი ღარიბაშვილმა მიატოვა ძალზე წარმატებული კარიერა კერძო სექტორში და 2012 წელს უშიშრად დადგა ქვეყნის სამსახურში.

ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წელს გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მან ჩაიბარა წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი უმძიმესი, პოლიტიზებული სისტემა, რომლის მაღალჩინოსნები უშუალოდ იყვნენ ჩართული რეჟიმის დანაშაულებრივ საქმიანობაში. ბევრს ძნელად თუ წარმოედგინა, რომ ამ სისტემის თვისებრივი გაჯანსაღება რამდენიმე თვეში იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, ეს შეძლო ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ფუნდამენტურად გარდაქმნა სისტემა, პოლიციაში განამტკიცა ჰუმანიზმის პრინციპები და პოლიცია ჩააყენა ქვეყნისა და ხალხის სამსახურში.

2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილი საკმაოდ რთულ პერიოდში გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამ პოსტზე მან გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, რისი ერთგვარი კულმინაციაც იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა.

დღემდე ირაკლი ღარიბაშვილი მოღვაწეობდა თავდაცვის სამინისტროში, სადაც მან გაატარა უმნიშვნელოვანესი რეფორმები ქართული ჯარის გასაძლიერებლად და ნატოსთან ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დასაახლოებლად. წარმატებას ვუსურვებ მომავალ პრემიერ-მინისტრს და მის სამთავრობო გუნდს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა