გია ვოლსკი - მოლაპარაკებების მხარდამჭერი არ არის ის მხარე, რომელთაც ასასინებს შეადარეს თავი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები დაბალანსებული იყო

როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ვამბობთ, რომ განცხადებები ხისტი იყო, მოვიგონოთ, როგორი იყო იმ მხარის განცხადებები, რომელმაც წლების მანძილზე სადისტურად მართა სიტუაცია , - ასე აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით გამოთქმულ შეფასებებს.

როგორც გია ვოლსკი აღნიშნავს, განცხადებები, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა დაბალანსებულია.

„როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ვამბობთ, რომ ხისტი იყო განცხადებები, მოვიგონოთ, როგორი იყო იმ მხარის განცხადებები, რომელმაც წლების მანძილზე სადისტურად მართა სიტუაცია და დღესაც გვემუქრება იმით, რომ დესტაბილიზაცია იქნება ერთადერთი და უალტერნატივო გზა, რომელსაც ისინი მიმართავენ.

მოლაპარაკებებზე რიტორიკული განცხადება არაფერს არ ნიშნავს. ფაქტია, რომ მოლაპარაკებების მხარდამჭერი არ არის ის მხარე, რომლებმაც, დღეს ასასინებს შეადარეს თავისი თავი. ამ თემაზე დავფიქრდეთ. დაბალანსებულია ის განცხადებები, რომელიც გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა“, - აცხადებს გია ვოლსკი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა