მამუკა მდინარაძე ალეკო ელისაშვილს - წარმოუდგენელია იმაზე მეტი ნაბიჯის გადადგმა ოპოზიციისკენ, რაც ჩვენ გავაკეთეთ

წარმოუდგენელია იმაზე მეტად ან იმაზე მეტი ნაბიჯის გადადგმა ოპოზიციისკენ, ქმედითს ვგულისხმობ, რაც ჩვენ გავაკეთეთ,- ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ „მოქალაქეების" წარმომადგენლის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, „ქართულ ოცნებას" არ აუყირავებია ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდა.

„მათ მოთხოვნა დააყენეს, როდესაც თქვენ მათთან ერთად იყავით ქუჩის აქციებზე და ეს იყო რიგგარეშე არჩევნები. ამაზეც კი დავეთანხმეთ ერთი პატიოსანი დათქმით - რომ მობრძანდით იმ საშუალებით, რასაც კომისია აძლევთ, გამოიძიეთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ 1%-იანი გადახრა იქნება „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, კი ბატონო, ესეც ჩავატაროთ. ამის იქით, ფიზიკურად ნაბიჯი არ არსებობს. „ქართული ოცნება" არც არასდროს ამდგარა ამ მაგიდიდან და არ აუყირავებია ეს მაგიდა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მაგიდის აყირავებას ყოველთვის ოპოზიცია ცდილობდა.

„ფიზიკურად იქ იყვნენ და თავისი მიზნებით სხვაგან - იქ, სადაც არიან დღეს, თავისი პროვოკაციული მოქმედებებით და კონკრეტული მოქმედებებით. მათ შორის, მათი პარტიის ფორმალური თავმჯდომარის კონკრეტული მოქმედებებია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ჩააყენოს იმ მდგომარეობაში, რომ სხვა გამოსავალი არ იყოს გარდა იმისა, რომ თავის თავი დაიჭიროს ნიკა მელიამ", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს