გია ვოლსკი - მოლაპარაკებები უნდა შედგეს - არ არსებობს, რომ ვერ შედგეს

მოლაპარაკებები უნდა შედგეს, არ არსებობს, რომ ვერ შედგეს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ვოლსკი არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ თუკი კანონი მოითხოვს, ის აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

რაც შეეხება ოპოზიციას და მოლაპარაკებებს, ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას მხოლოდ დესტაბილიზაცია სურს და არავინ ამბობს, რომ რეალობა რთული არ არის, თუმცა იმედს იტოვებს, რომ "საღი აზრი გაიმარჯვებს".

„ თუკი კანონი მოითხოვს, კანონი უნდა აღსრულდეს. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვუყურებთ საქართველოში შექმნილ სიტუაციას, რომელიც არ შეიძლება ცალკე იყოს განხილული. ურთულესი პროცესები მიდის რეგიონში. დესტაბილიზაცია არის ერთადერთი, რასაც გვთავაზობენ ოპონენტები, სხვას არაფერს. არავის უთქვამს, რომ ვითარება რთული არ არის და არც მე ვიტყვი. რეალურია ის, რასაც საზოგადოების მოთხოვნა ჰქვია, რომელმაც გამოხატა არჩევნებისას და მისი შედეგები უნდა აღსრულდეს. თუ ვინმეს ეჭვი აქვს, მაშინ უნდა შექმნას საგამოძიებო კომისია და მე არ უნდა ვიყო ვალდებული, დავუჯერო გუბაზ სანიკიძეს, შალვა ნათელაშვილს, ნინო ბურჯანაძეს და ჩავატარო ახალი არჩევნები, თუკი ამის სამართლებრივი საფუძველი არ გამაჩნია. ეს არის პრიმიტიული ფორმულა და ამის იქით არ გვეგულება სხვა ფორმულა, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ ჩვენ საზოგადოებას, თუ საერთაშორისო პარტნიორებს.

მოლაპარაკებები უნდა შედგეს, არ არსებობს, რომ ვერ შედგეს. მე ასე არ მგონია, რომ ყველას ერთ საცივში აქვს თავი ჩაყოფილი. უმეორებენ - "თქვენ საცივში გაქვთ თავი ჩაყოფილი“ და მიშა სააკაშვილის ფაქტორი არის გადამწყვეტი. თუკი საცივიდან მართლა ვიღაცას თავის ამოყოფა სურს, გაიხედ - გამოიხედოს, რა პროცესები მიდის ქვეყანაში, რეგიონში, მსოფლიოში და აქედან მიიღოს გადაწყვეტილება. მე უფლებას ვიტოვებ, რომ იმედი მქონდეს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს", - აცხადებს გია ვოლსკი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს