შტურმით გაჭირვებასა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს რომ დატაკებოდნენ, უკეთესი იქნებოდა, - ამის შესახებ"ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას პარტიის ოფისში შესაძლო პროვოკაციის თაობაზე.
მისივე თქმით, სამართალდამცველებს მხოლოდ მშვიდობიანად, ხელცარიელები დახვდებიან.
"ის, რომ ეს კაცი ზოგადად მოძალადეა და აგრესიულობით გამოირჩევა ფაქტია. მეტის გამკეთებელი ეს ადამიანი არც არასდროს არ ყოფილა. აქ მყოფი ადამიანები ვართ მზად, მხოლოდ მშვიდობიანად დავხვდეთ. მათგან განსხვავებით, ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე ძალადობას. დააპირებენ შტურმით აღებას? აგერ ვართ ხელცარიელი ადამიანები, რომლებიც ვიცავთ იმ ადამიანს, რომელიც აპროტესტებდა გავრილოვს. არ მგონია, ვინმე არ იზიარებდეს იმას, რომ გავრილოვი გასაპროტესტებელია, ოკუპაცია გასაპროტესტებელია და აქციაზე პოლიტიკოსის დგომა, დასასჯელი არ არის”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პროვოკაციას გეგმავს.