უკრაინის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს - მჯერა, ჩვენი თანამშრომლობა გააძლიერებს საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა. ამის შესახებ მან "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

„მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა გააძლიერებს საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე“, - წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტსა და სამთავრობო პროგრამას ნდობა 89 ხმით გამოუცხადეს. 2 - მა დეპუტატმა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა