თამარ კორძაია - ნებისმიერი ძალადობა, რომელიც შესაძლოა, განახორციელონ, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება

ნებისმიერი ძალადობა, რომელიც შესაძლოა, განახორციელონ, იქნება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი,- ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თამარ კორძაია აცხადებს, რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა ნაბიჯს გადადგამს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით.

„ღარიბაშვილი რას იზამს, ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, რთულია მისი გადაწყვეტილებების გათვლა. ჩვენ აქ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები, აქ არიან მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ დგანან სიმართლის მხარეს. ყველა არის ხალისიანი, ყველას სჯერა, რომ სიმართლე მათ მხარეს არის. ნებისმიერი ძალადობა, რომელიც შესაძლოა, განახორციელონ, იქნება მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი “,-აცხადებს კორძაია.

როგორც კორძაია აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული მოლოდინები „ყველას გაუცრუვდა“

„სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია გამოთქვამდა იმედს, ღარიბაშვილი მეორედ გაპრემიერების შემთხვევაში იგრძნობდა საკუთარი პასუხისმგებლობის სიმძიმეს და პასუხისმგებლობას, რომ დააახლოვოს პოზიციები საქართველოს მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის, მან ეს პასუხისმგებლობა ვერ დაინახა. ყველა მისი ფრაზა ადასტურებდა იმას, რომ ის აღრმავებს უფსკრულს მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის. მოლოდინები ღარიბაშვილთან მიმართებაში, სამწუხაროდ, ყველას გაუცრუვდა“, - აცხადებს კორძაია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო