სერგი კაპანაძე - არ გამიკვირდება, თუ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის შტურმით აღება იქნება ღარიბაშვილის პირველი ნაბიჯები

სრულად არ გამიკვირდება თუ ოფისის შტურმით აღება იქნება ღარიბაშვილის პირველი ნაბიჯები. მისი დანიშვნა ივანიშვილის მიერ სწორედ ამის ნიშანია, გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ორჯერ არ იმეორებს ბრძანებას, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ "ნაციონალური მოძრაობის” ოფისში განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი არის ივანიშვილზე - ქვეყანას წაიყვანს კრიზისის გაღრმავების გზით, თუ განმუხტვის გზით, ოპოზიცია კი ორივე სცენარისთვის მზად არის.

"არ გამიკვირდება ღარიბაშვილის პირველი ბრძანება იყოს ის, რომ მოვიდნენ, შეუტიონ ამ ოფისს და სცადონ ნიკა მელიას დაკავება. ასეთი რამ საქართველოში არცერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია, ძალიან ნიშანდობლივი იქნება, თუ ამას 23 თებერვალს, საბჭოთა არმიის დღეს გააკეთებენ. ამ სცენარსაც ველოდებით, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევანი არის ივანიშვილზე - ქვეყანას წაიყვანს კრიზისის გაღრმავების გზით, თუ განმუხტვის გზით, ჩვენ ორივე სცენარისთვის ვართ მზად და აქ შევხვდებით ნებისმიერ განვითარებას”, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო