სალომე სამადაშვილი - ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, იერიში მოიტანოს "ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე და ნიკა მელია დააპატიმროს, დააჩქარებს "ქართული ოცნების” კრახს

"ქართული ოცნების” დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას, თითი დააჭირეს ღილაკს საკუთარი პოლიტიკური მომავლის ლიკვიდაციის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ იერიში მიიტანოს "ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე, ეს "მხოლოდ დააჩქარებს ხელისუფლების კრახს”.

"რა გადაწყვეტილებას მიიღებს ირაკლი ღარიბაშვილი, არ ვიცი. მისი გადაწყვეტილება, რომ იერიში მოიტანოს "ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე და დააპატიმროს ნიკა მელია, დააჩქარებს ,,ქართული ოცნების” სრულ კრახს. მისი თანაგუნდელებსაც კი ძალიან დიდი შიშით ელოდებიან ბრიყვი ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებებს უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში. როდესაც ადამიანი არის სტერილური ინტელექტუალურად და პოლიტიკურად, არ გააჩნია არანაირი პოლიტიკური ხედვა, სიძულვილის ენის გარდა, მას არაფერი არ რჩება სათქმელი. "ქართული ოცნების” დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას, თითი დააჭირეს ღილაკს საკუთარი პოლიტიკური მომავლის ლიკვიდაციის მხარდასაჭერად. თუ ირაკლი ღარიბაშვილი გამოაგზავნის სპეციალური დანიშნულების რაზმებს ნიკა მელიას დასაპატიმრებლად, ეს იქნება განაცხადი, რომ "ქართული ოცნება” არ აპირებს ქვეყნის ევროპისკენ წაყვანას და დაჩქარდება "ქართული ოცნების” გასტუმრება ხელისუფლებიდან”, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა