„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მყოფი სამართალდამცავი - ჩვენი მიზანია, სასამართლო განჩინების აღსრულება, ყოველგვარი იძულებითი ღონისძიების გარეშე

ჩვენი მიზანია, სასამართლო განჩინების აღსრულება, ყოველგვარი იძულებითი ღონისძიების გარეშე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან განაცხადა.

მან შეკრებილებს მოუწოდა, ხელი არ შეუშალონ სასამართლო განჩინების აღსრულებაში.

„როგორც ინფორმაცია გვაქვს, ნიკა მელია ამ შენობაში იმყოფება და გვსურს, რომ მოვახდინოთ სასამართლო განჩინების აღსრულება. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა კანონით ისჯება. ხელს გვიშლიან აქ შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც შესასვლელ კარს არ ათავისუფლებენ. მოვუწოდებთ ყველას, ჩვენი მიზანია, რომ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მშვიდ ვითარებაში მოვახდინოთ სასამართლო განჩინების აღსრულება, ყოველგვარი იძულებითი ღონისძიების გარეშე. საშუალება მოგვეცით, ბრალდებულთან მივიდეთ და აღვასრულოთ სასამართლო განჩინება“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ. პარტიის ოფისში იმყოფებიან პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები. ოფისში იმყოფება ნიკა მელიაც.

პარტიის ოფისში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, ჰქონდათ ინფორმაციას, რომ მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმები, მზადება მიმდინარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შტურმისთვის . მათივე ინფორმაციით, სპეცრაზმს მშვიდობიანად შეხვდებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს