ელენე ხოშტარია - ივანიშვილმა ბრძოლა საკუთარ ხალხს გამოუცხადა, მაგრამ ჩვენ მოვუფრთხილდებით ერთმანეთს და მშვიდობიანად დავხვდებით

ივანიშვილმა ბრძოლა საკუთარ ხალხს გამოუცხადა, მაგრამ მთავარია ჩვენ მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და მშვიდობიანად დავხვდეთ, - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეები სამართალდამცავებს მშვიდობიანი პროტესტით შეხვდებიან.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხს ვერ ვაგებთ მათ ქმედებებზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხს ვერ ვაგებთ ირაკლი ღარიბაშვილის, ივანიშვილის აგრესიაზე, რომლის შედეგიც არის ეს, მაგრამ ჩვენ მშვიდობიანად და პრინციპული, მშვიდობიანი დაუმორჩილებლობით ვხვდებით მათ. ივანიშვილმა ბრძოლა საკუთარ ხალხს გამოუცხადა, საკუთარ მოქალქეებს. ეს არის ჩვეულებრივი დიქტატორული ავტორიტარული რეჟიმების ქმედება, ასე იქცევიან ხოლმე, მაგრამ მთავარია, ჩვენ მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და მშვიდობანად დავხვდეთ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ. პარტიის ოფისში იმყოფებიან პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები. ოფისში იმყოფება ნიკა მელია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო