გიგი უგულავა - შლეგი ღარიბაშვილი საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს 5 წერტილიდან უტევს - მოგესალმებით საბჭოთა საქართველოში

შლეგი, ნაგავი ღარიბაშვილი საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს 5 წერტილიდან უტევს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ივანიშვილმა საბჭოთა საქართველო გაათენა.

"დღეს არის 23 თებერვალი, მოგესალმებით საბჭოთა საქართველოში. დღეს ივანიშვილმა საბჭოთა საქართველო გაათენა. 23 თებერვალს საბჭოთა არმიის დღეს, ივანიშვილმა ბრძანა საკუთარ მოსახლეობის დარბევის ბრძანება. ეს არის ძალიან სახიფათო რამ. ჩვენ ვართ მშვიდად, მტკიცედ და ძალიან დიდი ფასი დაუჯდება ივანიშვილს დღეს. ვფიქრობთ, რომ შემოვლენ, ამისთვის ემზადებიან, ეს ავადმყოფობაა რაც ხდება, რომელი ჭკუათმყოფელი იზამს ამას? შლეგი, ნაგავი ღარიბაშვილი უტევს მშვიდობიან მოქალაქეებს 5 წერტილიდან? ჩვენ დავხვდებით მშვიდად და შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ამ შლეგ, ავადმყოფებზე იქნება დამოკიდებული. 23 თებერვალია, გათენდა დილა, სადაც ყველამ საბჭოთა საქართველოში გავიღვიძეთ, სადაც შეიძლება ასობით პოლიციელი მოაყენო ოპოზიციის დასაკავებლად, პოლიტიკურ ოპოზიციას ასე ებრძვიან. გუშინ აირჩიეს და ახლა ამას აპირებენ. მოდით მეგობრებო, მოდით!"- განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან სამართალდამცველები მივიდნენ. პარტიის ოფისში იმყოფებიან პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები. ოფისში იმყოფება ნიკა მელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო