ნიკა მელია - როგორც არასდროს, ვარ ძლიერად და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის გამარჯვებაში

ეს არის რეჟიმის დასასრული. რეჟიმები ასე სრულდებიან. ესენი ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. როგორც არასდროს ვარ ძლიერად და დარწმუნებული ვარ ამ ქვეყნის გამარჯვებაში , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხელისუფლება გავა არაფორმალური მმართველობიდან.

"მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი დაიბრუნებს ძალაუფლებას. გავრილოვის გამო არცერთი საქართველოს მოქალაქე არ უნდა სამართლდებოდეს. იმის გამო, რაც ქართველ ხალხს აკადრეს. ხვალ რომ 20 ივნისი გაიმეოროს ხელისუფლებამ, ქართველმა ხალხმა არ უნდა გააპროტესტოს? ეს ამას ნიშნავს. ეს მონები, ირაკლი ღარიბაშვილო და ბიძინა ივანიშვილო, კლასიკური გაგებით სახელმწიფოს მოღალატე კი არა, ნებისმიერი იმ ქვეყნის მოღალატე იქნებოდით, სადაც დაიბადებოდით და გაიზრდებოდით. ჩვენდა სამწუხაროდ, თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ საქართველოში და მაშასადამე, ხართ ჩვენი ქვეყნის მოღალატეები და პატივია ის ბრძოლა, რომელ ბრძოლაშიც ახლა ვართ. ვერცერთ შემთხვევაში ხელს ვერ ააღებინებთ თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს გააპროტესტოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვის მცდელობა, რასაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი და გავაპროტესტეთ. ეს არის რეჟიმის დასასრული. რეჟიმები ასე სრულდებიან. ესენი ვერ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. როგორც არასდროს ვარ ძლიერად და დარმწუნებული ვარ ამ ქვეყნის გამარჯვებაში. მჯერა, რომ ამ კადრებს როცა ჩვენი შვილები, მათ შორის ჩემი შვილი როცა ნახავს, საკუთარი მამით და მამის მეგობრებით იამაყებს. გავრილოვი, ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილი, ფარცხალაძეები, ჩინჩალაძეები და მურუსიძეები ვერ გაგვასამართლებენ. არც თავისუფლება და არც ღირსება არ სამართლდება, ეს უსამართლო ძალმომრეობა სრულდება და სრულდება აქ და ახლა! ადამიანები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ფიქრობენ ვინ დაიჭირონ, ვინ გაასამართლონ, ეს აღარ გაუვათ! მჯერა საკუთარი თავის, ჩემი კოლეგების, ჩემი მეგობრების, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ყველა გაგვაერთიანა და ასე ვიქნებით მანამ, სანამ რეჟიმი ბოლომდე არ დაენარცხება ძირს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს