მხარდამჭერები ნიკა მელიას შეძახილებით ამხნევებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პარტიის ოფისთან მყოფი მხარდამჭერები შეძახილებით ამხნევებენ, მოქალაქეები სკანდირებენ „ნიკას გაუმარჯოს“.

პარტიის ოფისის ფანჯრებიდან კი საქართველოს დროშები გადმოფინეს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში უკვე შევიდნენ. პარტიის ოფისთან ამ წუთებში დაპირისპირების რამდენიმე კერაა და სამართალდამცავები მოქალაქეებს ოფისში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს