გიგი უგულავა - ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება, საქართველოში 23 თებერვალს დიქტატურა გაფორმდა

„ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულვამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გიგი უგულავა აცხადებს, ბიძინა ივანიშვილმა საბჭოთა დიაქტატურა დაამყარა. „ბრძოლა პატიმრობით არ მთავრდება, პატიმრობით ბრძოლა იწყება. საქართველოში, 23 თებერვალს, გაფორმდა დიქტატურა. საბჭოთა არმიის დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბჭოთა დიქტატურა დაამყარა. ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ხალხი, ამას არ შევეგუებით. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბძოლებთ! უკომპრომისო ბრძოლა იქნება“,-აცხადებს გიგი უგულავა.

შეგახსენებთ, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს