მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავებაზე - ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში

მაიკლ კარპენტერი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება. „ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით. ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია დამშვიდება და განმუხტვა ჯერ კიდევ შეიძლება“ - წერს "დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის" მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი Twiter-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. სპეცოპერაცია გამთენიისას დაიწყო. მელიას აყვანამდე სამართალდამცავებმა პარტიის ოფისში მყოფი მოქალაქეები და მათ შორის პარტიის ლიდერები გარეთ გამოიყვანეს. "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში რამდენიმე დღის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ, რომლებიც ნიკა მელიას იცავდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო