ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - მოვუწოდებ მთავრობას და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი

ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

„ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მოვუწოდებ ორივე მხარეს, მთავრობას და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში, რათა მოგვარდეს არსებული პოლიტიკური კრიზისი“, - წერს რინკევიჩსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა