ზაალ უდუმაშვილი - დღეს ღარიბაშვილმა პოლიტიკური სამარე გაითხარა თავისთვისაც და ბიძინა ივანიშვილისთვისაც

დღეს ღარიბაშვილმა პოლიტიკური სამარე გაითხარა თავისთვისაც და ბიძინა ივანიშვილისთვისაც, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია ძალიან მალე თავისუფალი იქნება.

„დღეს ჟურნალისტები მეკითხებოდნენ, როდესაც შტურმი მორჩა, რა შეფასებას გააკეთებთ იმის შესახებ, რაც მოხდაო. რა შეფასება უნდა გავაკეთო? კადრები ყველაფერზე მეტყველებს. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორი მეთოდებით უსწორდება ბიძინა ივანიშვილი მის პოლიტიკურ ოპონენტებს და როგორ ებრძვის ეს სამარცხვინო ადამიანი. რა ეგონათ აქ რომ შემოდიოდნენ, 10 ათასი ტერორისტი იდგა „კალაშნიკოვით“ შეიარაღებული? მშვიდობიანი მოქალაქეები იცავდნენ ამ ქვეყნის თავისუფლებას და როგორ გაუსწორდნენ, რა ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მხუთავი აირი შეასხეს მათ და ასეთი მეთოდებით გაიყვანეს ნიკა მელია შენობიდან. რა ჰგონიათ ახლა, ქაბულის ციხე აიღეს და მაგრები არიან? დღეს ღარიბაშვილმა პოლიტიკური სამარე გაითხარა თავისთვისაც და ბიძინა ივანიშვილისთვისაც. ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. ნიკა იქნება თავისუფალი, ჩვენ კი გამარჯვებული“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა