გიორგი ბოტკოველი, რომელიც ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციისას აიყვანეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი, რომელიც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ შენობიდან გაიყვანეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ამის შესახებ გიორგი ბოტკოველმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, სადაც ის ცოტა ხნის წინ მივიდა.

მისივე განმარტებით, თავდაპირველად სამართალდამცავებმა ის საპატრულო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს.

„ქართული პოლიცია“ აღარ არსებობს. წიხლები გვირტყეს, ძირს გვათრიეს. ეს ადამიანები პოლიციას აღარ წარმოადგენენ. ძალადობა გარეთაც გაგრძელდა. ნახეთ, როგორ აკავებდნენ ადამიანებს. მე ვინც ვნახე, დაახლოებით 15 ადამიანია დაკავებული. ჩემთან მიმართებით მერე აღმოაჩინეს, რომ თურმე პარლამენტის წევრი ვყოფილვარ. მითხრეს, რომ არ ჰქონდათ ჩემი დაკავების უფლება, თუმცა სამართალდარღვევის ოქმი მაინც შემიდგინეს, რასაც არ დავეთანხმე. როგორც მითხრეს, სასამართლო პროცესი ან გაიმართება ან არ გაიმართება“, - განაცხადა ბოტკოველმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო