დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დესტაბილიზაციის ხიფათი აქამდე უფრო იყო, ვიდრე ამის შემდეგ იქნება

“ქართული ოცნების” დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, დესტაბილიზაციის ხიფათი აქამდე უფრო იყო, ვიდრე ამის შემდეგ იქნება. როგორც ხუნდაძემ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება „მასკარადით“ დაიღალა.

“რა თქმა უნდა, ჯობდა, რომ ნიკანორ მელია დამორჩილებოდა კანონს, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, მაგრამ მაინც მოისურვა და ეს იყო მათი დესტრუქციული გეგმის ნაწილი, მომხდარიყო აურზაური, რომელიც არ შედგა. პოლიციამ მაღალი პროფესიონალიზმი აჩვენა. პრაქტიკულად დაშავებულები არ არიან. მხოლოდ მცირედი ტრავმებია, არიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მათ საფრთხე არ ემუქრებათ და გაეწერებიან ბინაზე. უმთავრესია ის, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. პრობლემური არის ის, რასაც აკეთებს “ნაციონალური მოძრაობა” და ე.წ. ფანჩატურული შეკრება. აბსოლუტურად ღირებულებას აცდენილი და გაერთიანებული მხოლოდ დესტრუქციის ქუდის ქვეშ, რომ რამენაირად ამ გზით მოიპოვონ ხელისუფლებაში სავარძელი, მაგრამ ეს მიუღწეველია. ვფიქრობ, დესტაბილიზაციის ხიფათი აქამდე უფრო იყო, ვიდრე ამის შემდეგ იქნება”,- განაცხადა ხუნდაძემ.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს, ხუნდაძე ამბობს, რომ საქართველო დასავლეთისკენ გეზს მხოლოდ იმიტომ იღებს, რომ იქ კანონის უზენაესობა მკაცრადაა დაცული.

“ჩვენც უნდა დავაყენოთ ეს წესი, კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი. კანონი აუცილებლად აღსრულდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყნის არასტაბილურობა იქნება გარანტირებული. პარტნიორების სურვილიც არის ეს, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. ეს არის საზოგადოების მოთხოვნა.საზოგადოება და ქვეყანა „მასკარადების“ მართვით დაიღალა. ისინი ცდილობენ, აიყოლიონ საზოგადოება იმისთვის, რომ მათ სურთ ხელისუფლებაში მოსვლა. საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულება მათი განზრახვის მიმართ არ არის და ისინი მათ არ მიყვებიან”,- განაცხადა ხუნდაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა