Reuters - ქართული პოლიცია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას პარტიის ოფისში შეიჭრა და დააკავა

მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის დაპატიმრების საკითხზე უთანხმოების გამო პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან რამდენიმე დღეში ქარული პოლიცია ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას პარტიის ოფისში შეიჭრა და დააკავა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია 2019 წლის ივნისის ქუჩის საპროტესტო აქციის დროს ძალადობის წაქეზებაშია დადანაშაულებული, თუმცა ის ამ ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს,“- წერს სააგენტო.

Reuters-ის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია 18 თებერვალს გადადგა და განაცხადა, რომ მელიას დაკავება მიუღებელი იყო მისთვის, თუკი ეს ქვეყანაში პოლიტიკური უთანხმოების გაძლიერებას ხელს შეუწყობდა.

ცნობისთვის, სპეციალური დანიშნულების რაზმმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავა. სამართალდამცავებმა ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა