მამუკა ხაზარაძე - კონკრეტული მოთხოვნებია - ნიკა მელია გათავისუფლდეს! პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები!

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ოპოზიცია შეთანხმდა იმაზე, რომ იქნება შეუპოვარი ბრძოლა ყველანაირი მშვიდობიანი მეთოდით, კონსტიტუციის ფარგლებში.

როგორც ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ქვეყანაში ან იქნება დემოკრატია და თავისუფლება, ან ქვეყანა გახდება რუსეთის გუბერნია.

„ოპოზიცია არის ერთიანი ისე, როგორც არასდროს. სხვადასხვა ორიენტაციის, პროგრამის და იდეოლოგიის პარტიები არიან ერთიანი იმ პოზიციაში, რომ ამ ქვეყანას ჩვენ ვერ გავატანთ ამ მოძალადე ხელისუფლებას და ოლიგარქიას. აქედან გამომდინარე შევთანხმდით იმაზე, რომ იქნება შეუპოვარი ბრძოლა ყველანაირი მშვიდობიანი მეთოდით და კონსტიტუციის ფარგლებში, რომ დავიცვათ დემოკრატია და ეს ხელისუფლება გავისტუმროთ. თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნებში, არის სასწრაფოდ პოლიტპატიმრების გამოშვებაში. ან ამ ქვეყანაში იქნება დემოკრატია და თავისუფლება ჩვენი შვილებისთვის, ან ჩვენი ქვეყანა გახდება რუსეთის გუბერნია.

კონკრეტული მოთხოვნებია - რომ ნიკა მელია გათავისუფლდეს! პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები! უკვე არის კონტაქტი ჩვენს უცხოელ მეგობრებთან, უყურებთ, რომ ყოველ წამს შემოდის ინფორმაცია და განცხადებები ჩვენი მეგობარი ელჩების და ქვეყნების წარმომადგენლებისგან. დღის განმავლობაში ეს საკმაოდ დიდ მასშტაბს მიიღებს. აქ არ არის საუბარი რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე ან მის ლიდერზე - მელიას საკითხი, ეს არის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, როგორ განვითარდება ქვეყანა. დიპლომატებთან ვართ კონკრეტულ დიალოგში“, - განაცხადა ხაზარაძემ და არ გამორიცხა, რომ პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა