ზაალ უდუმაშვილი - მას შემდეგ, რაც ჩვენ დაავანონსეთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ვიკრიბებით, აუკანკალდათ მუხლები, ეშინიათ, რომ ხალხი დაიძვრება რეგიონებიდანაც და სასწრაფოდ კეტავენ თბილისს

მას შემდეგ, რაც ჩვენ დაავანონსეთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ვიკრიბებით, აუკანკალდათ მუხლები, რადგან ეშინიათ, რომ ბუნებრივია, ხალხი დაიძვრება რეგიონებიდანაც და სასწრაფოდ კეტავენ თბილისს,

- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას შიში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიას დაკავების დროსაც ეტყობოდა.

„თუ მართლაც ასეა, ეს არის შეშინებული ხელისუფლების პანიკური ნაბიჯები. რა თქმა უნდა, ეშინიათ მას შემდეგ, რაც ჩვენ დაავანონსეთ, რომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ვიკრიბებით, აუკანკალთდათ მუხლები, რადგან ეშინიათ, რომ ბუნებრივია, ხალხი დაიძვრება რეგიონებიდანაც და სასწრაფოდ კეტავენ თბილისს. ეს ხელისულება რომ შეშინებულია, დღევანდელ დღესაც ეტყობდა. იმას, რაც იკადრა დღეს „ქართულმა ოცნებამ“და ბიძინა ივანიშვილმა, მხოლოდ შეშინებული ადამიანი იკადრებს“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, ხალხი საკუთარი სურვილით აპირებს, რომ ნიკა მელიას დაკავება გააპროტესტოს.

„იმას, რაც მოხდა არანაირი კომუნიკაცია არ სჭირდება. რა გგონიათ, ტელეფონებს ავიღებთ და ვიტყვით, აბა ხალხო დაგვეხმარეთ? ხალხი აქეთ რეკავს, ყველა მომზადებულია, მანქანებში სხდებიან, რომ სასწრაფოდ წამოვიდნენ და ამ უსამართლობას ყველა ერთად აღვუდგეთ“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს