დავით ბაქრაძე - დიახ, იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" შეენარჩუნებინა სკამები, საქართველომ უკან დაიხია ნატოსკენ მიმავალ გზაზე

დღეს საქართველომ უკან დაიხია ნატო-სკენ მიმავალ გზაზე - ჩვენ, ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ, მაგრამ წარმატება დამოკიდებული იქნება მთელი საზოგადოების თანადგომაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხელისუფლება არ არის საფრთხე ნიკა მელიასთვის, დათო ბაქრაძისთვის, ოპოზიციისთვის - ეს ხელისუფლება საფრთხეა თითოეული მოქალაქისთვის.

"დღეს სიმბოლური აქცია გაიმართება და ეს იქნება დასაწყისი საპროტესტო მშვიდობიანი მოძრაობის. ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები ჩვენს უცხოელ მეგობრებთან ისევე როგორც აქ მყოფ ელჩებთან. ცოტა ხანში შედგება სახალხო დამცველთან შეხვედრა. ოპოზიცია გამოიყენებს ყველა მშვიდობიანი პროტესტის საშუალებას. მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ოპოზიციის ბრძოლა. ის რაც დღეს "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, საფრთხეს უქმნის ამ ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდეს, საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. გავიმეორებ იმას რაც ამერიკის საელჩომ განაცხადა რამდენიმე წუთის წინ - დღეს საქართველომ უკან დაიხია ნატოსკენ მიმავალ გზაზე. დიახ, იმის გამო, რომ "ქართულ ოცნებას" შეენარჩუნებინა სკამები, საქართველომ უკან დაიხია ნატოსკენ მიმავალ გზაზე, ამიტომ ეს არ არის ოპოზიციის ბრძოლა, თითოეული მოქალაქე ამ ქვეყნის, ვისაც არ უნდა, რომ ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, ისევ წითელი დროშა ფრიალებდეს თბილისის თავზე, ვისაც არ უნდა რომ საქართველომ დაკარგოს ნატო-ს და ევროკავშირის მომავალი, ვისაც არ უნდა, რომ საქართველო მუდმივად დარჩეს ღარიბ და გაუბედურებულ ქვეყანად, ვისაც ეს არ უნდა თითოეულმა მოქალაქემ და მთელმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი. აქ არ არის საუბარი ოპოზიციის გეგმებზე, ოპოზიციის აქციებზე და ელჩებთან შეხვედრაზე.

ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს მაინც გავაკეთებთ, მაგრამ წარმატება დამოკიდებული იქნება მთელი საზოგადოების თანადგომაზე. ნატო-ში და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ არის არც ირაკლი ღარიბაშვილის და არც "ქართული ოცნების" და არც არავინ ერთი ადამინის გადასაწყვეტი. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომლითაც ჩვენი შვილები იცხოვრებენ უსაფრთხო, დაცულ და ნორმალურ ქვეყანაში. ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს, ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი ოცნების ახდენას, რომ მშვიდი განვითარებული ევროპული ქვეყანა ვიყოთ, ეს ხელისუფლება არ არის საფრთხე ნიკა მელიასთვის, დათო ბაქრაძისთვის, ოპოზიციისთვის - ეს ხელისუფლება საფრთხეა თითოეული მოქალაქისთვის, ამიტომ არ უნდა მივცეთ საშუალება საქართველოს უკან დაახევინონ ამ გზიდან, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი სკამებს გადააყოლონ ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის მომავალი, არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი მეგობრები, როგორიც ამერიკის საელჩოა ჩააგდონ ისეთ მდგომარეობაში, რომ არგუმენტი არ დაუტოვონ სათქმელად თუ რატომ უნდა გახდეს ნატო-ს წევრი საქართველო. ეს არ არის არც მთავრობის, არც ღარიბაშვილის, არც ივანიშვილის გადასაწყვეტი - საქართველოს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შვილებს და აი, ახლა გამოჩნდება ჩვენი შვილების არის ეს ქვეყანა თუ იმის, ვინც საკუთარ სკამს აყოლებს შვილების მომავალს", - განაცხადა ბაქრაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა