მამუკა მდინარაძე - არ დაგიმალავთ, რომ ჩვენი პარტნიორებისგან მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები

არ დაგიმალავთ, რომ მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები ჩვენი პარტნიორებისგან,- ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებას.

როგორც მდინარაძე აცხადებს, კიდევ უფრო მეტს იმუშავებენ, რომ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

„არ დაგიმალავთ, რომ მოსალოდნელიც იყო მწვავე რეაქციები ჩვენი პარტნიორებისგან, ჩვენი მეგობრებისგან. რომ ავხსნათ, რით შეიძლება ეს გამოწვეული იყოს, მათ სცადეს და ნაწილობრივ გამოუვიდათ, რომ დღეს დაკავებული იქნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და როდესაც ამ ნიუსს მიიღებ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებით, რა თქმა უნდა, ეს ნეგატიური ინფორმაციაა, მაგრამ როგორც კი გაერკვევი, რომ ამის იქით დგას მისი ძალადობა სახელმწიფოს წინააღმდეგ, მისი კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, ის რომ ეს ადამიანი უკვე მსჯავრდებულია კონკრეტულ დანაშაულზე წარსულში და ამის შემდეგ გახდა ამ პარტიის ფორმალური, მაგრამ მაინც თავმჯდომარე, ის საქართველოს პარლამენტის შენობაში იჭრებოდა, უკვე ბევრი კითხვის ნიშანი აღარ არის ამ საქმესთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ჩვენს მეგობრებთან კიდევ უფრო ბევრს ვიმუშავებთ, რომ ეს ინფორმაციები დეტალურად მივიდეს ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„არაგულწრფელი უნდა ვიყოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ ვიგრძნოთ ხელისუფლების წარმომადგენლებმა. რა თქმა უნდა, ესაა ძალიან კრიტიკული განცხადება, მაგრამ შევეცდებით ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი სიმართლეში დავარწმუნოთ. აქაა სიმართლე, რომ ადამიანმა თავად თქვა კანონის შესრულებაზე უარი და კანონის აღსრულების გზა არ შეიძლება ქვეყნისთვის დამზიანებელი იყოს. სახელმწიფო თუ არ გვექნა ვერც პარტნიორს დაველაპარაკებით და ვერც ვერსად შევალთ. როდესაც არჩევანის წინაშე დგახარ, სახელმწიფო გექნება თუ არა და შენს არჩევანს გააკრიტიკებენ თუ არა, უნდა თქვა, რომ ჯერ სახელმწიფო უნდა გქონდეს, კრიტიკასაც უნდა გაუძლო და მერე იმ გზაზეც უნდა ვიაროთ, რასაც ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია. ვერავინ ვერასდროს მოგვცემს რჩევას, რომ კანონი არ აღვასრულოთ“,-აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო