გიორგი ბარამიძე - კიბეზე ვიყავი, სადაც ალბათ, ჭყლეტვის და გაზის გამო რაღაც მომენტში გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, გიორგი ბარამიძე, რომელიც პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების, სპეცოპერაციისას დააკავეს, გათავისუფლებულია.

„ზემოთ კიბეზე ვიყავი, სადაც ალბათ, ჭყლეტვის და გაზის გამო რაღაც მომენტში გონება დავკარგე და თვალი პოლიციის მანქანაში გავახილე. მე და კიდევ ერთი ადამიანი მიგვიყვანეს შსს-ს შენობაში, გამოიძახეს სასწრაფო, ნორმალურად გვექცეოდნენ. სასწრაფომ გაგვიწია პირველი დახმარება, გონებაზე მომიყვანეს. ამის შემდეგ 173-ე მუხლის შესაბამისად დამაკავეს, ბორკილებიც დამადეს. დაახლოებით ერთ საათში, იქ, ვინც ჩემთან ერთად იყო, ყველა გაგვათავისუფლეს“, - განაცხადა ბარამიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა