მამუკა მდინარაძე - თუ ვინმეს აწყობს დესტაბილიზაცია, თუ ვინმეს აწყობს კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, ეს არის პუტინის რუსეთი

თუ ვინმეს აწყობს დესტაბილიზაცია, თუ ვინმეს აწყობს კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, ეს არის ერთადერთი ქვეყანა, მას ჰქვია ოკუპანტი და პუტინის რუსეთი, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ქმედებები „თანხვედრაში არის რუსეთის ინტერესებთან“.

„თუ ვინმეს აწყობს დესტაბილიზაცია, თუ ვინმეს აწყობს კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, ეს არის ერთადერთი ქვეყანა, მას ჰქვია ოკუპანტი და პუტინის რუსეთი. შესაბამისად, თუკი პანდემიის ამ მძიმე შედეგების ფონზე, რეგიონალური პრობლემების ფონზე, ვინმე ოკუპანტის და პუტინის რუსეთის ინტერესებს ერთი-ერთში ამთხვევს თავის მოქმედებებს, მან თავისკენ უნდა მოიკითხოს რუსული და ოკუპაციური ინტერესები. მაშინ, როდესაც კონკრეტული ადამიანები ცდილობენ კანონის ჩარჩოებიდან და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლას ისე, რომ ამან გამოიწვიოს ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სახელმწიფოს შეგრძნება საერთოდ გაქრეს, ამაზე მეტი თანხვედრა ოკუპანტის ინტერესებთან შეუძლებელია.

დავფიქრდეთ, რა განცხადებებს აკეთებენ ისინი მთელი თავისი კომპლექსით, პოლიტიკური ცხოვრების და ე.წ. მოღვაწეობის ფარგლებში აკეთებდნენ რუსულ საქმეს და სიტყვით ცდილობენ სხვას მიაწებონ რუსული იარლიყი. ეს არ გამოვა! როდესაც შენ აკეთებ ოკუპანტის საქმეს და შემდეგ ცდილობ ამ თავდაცვის კომპლექსით სხვას შეუტიო იგივე ნარატივით და მესიჯით, ეს მარტივად იშიფრება. თუკი გადავხედავთ გაკეთებულ საქმეებს და მათ გახმოვანებულ მესიჯებს, თანხვედრაში არ არის. თანხვედრაში არის რუსეთის ინტერესებთან. მათ შორის ახლა, ამ მძიმე ფონზე დესტაბილიზაციაც მხოლოდ რუსეთს და ოკუპანტ ქვეყანას აწყობს. ეს ადამიანები ამას საქმით ახორციელებენ, ის ადამიანები ამას წლების განმავლობაში ცდილობენ, განსაკუთრებით 2008 წლის ცნობილი ომის შემდეგ“, - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება ნიკა მელიას დაკავებას, მდინარაძის შეფასებით, „ისეთი არაფერი მომხდარა, კანონი აღსრულდა“.

„კანონი აღსრულდა ამ შემთხვევაში კონკრეტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის მიმართ, მაგრამ რეალურად ამას ჰქვია თავისი სახელი - ბრალდებული, რომელიც შეგნებულად საჯაროდ იწვევს სახელმწიფოს, ეუბნება, რომ არ გადაიხდის გირაოს, გავა კანონის ჩარჩოებიდან და არ დაემორჩილება კანონს, ეს ადამიანი იქნა დაკავებული. მეტი არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. შესაბამისად, ჩვენ უნდა მოვთხოვოთ და ვთხოვოთ ჩვენს ოპონენტებს, რომ ვიღაც ბედავს ამ ქვეყანაში და გვეუბნება, რომ უკვე დაკარგეთ ტერიტორიები და ახლა მომავალზე იფიქრეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო