ირაკლი ქადაგიშვილი - სახელმწიფოს წინაშე დადგა არჩევანი: ან ჩვენ შევინარჩუნებდით ქვეყანას, რომელსაც ექნებოდა დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, ან მუდმივად დავრჩებოდით არშემდგარ სახელმწიფოდ

სახელმწიფოს წინაშე დადგა არჩევანი - ან ჩვენ შევინარჩუნებდით ქვეყანას, რომელსაც ექნებოდა დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა, ან მუდმივად დავრჩებოდით ჰიბრიდული ომის ქვეშ მყოფ არშემდგარ სახელმწიფოდ, თავისი არშემდგარი დემოკრატიით,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ნიკა მელის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იქითკენ, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარი ამოქმედებულიყო.

“არჩევნების დასრულების საღამოდან, როდესაც ცნობილი გახდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, საქართველოში გამოცხადდა სახელმწიფოს წინააღმდეგ რევოლუციური სცენარის გათამაშების ქრონიკა. თანმიმდევრულად, დაბეჯითებით, ე.წ. რადიკალური ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა იქითკენ, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარი ამოქმედებულიყო. ამასთან დაკავშირებული იყო მათი ყველა განცხადება და ნაბიჯი, დაწყებული ვითომ გაყალბებული არჩევნებით. რომ ნახეს, რომ ამით არაფერი გამოვიდა, გადავიდნენ დაუმორჩილებლობის სტრატეგიაზე, რომლის შემადგენელი ნაწილიც იყო ნიკა მელიას მხრიდან პროვოცირება იმისკენ, რომ მომხდარიყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე პირდაპირი შეტევა, რაც იყო ორკესტრირებული. ერთი მხრივ, ვხედავდით, რომ ნიკა მელია უბრალოდ სამართლებრივ სივრცეში კი არ აპროტესტებდა მის იმ დროინდელ სამართლებრივ მდგომარეობას, არამედ პირდაპირ აცხადებდა, რომ ეს არის ნაბიჯი, რომელმაც უნდა დაამხოს სახელმწიფო მისი ყველა ინსტიტუციით - სახელმწიფო ვერაფერს მიზამს, სასამართლო არ მაინტერესებს, ვერც დამიჭერთ და ვერაფერი მოხდება, იმიტომ, რომ ქვეყანა არ არის, სახელმწიფო არ არის, ჩვენ ვართ ეს რევოლუციონერები, ის, ვისაც შეგვიძლია, ეს ქვეყანა 100 წლის თავზე კიდევ ერთხელ ჩამოვამხოთ. ამავდროულად სააკაშვილი, რომელიც ცალკე თემაა, უკრაინიდან აკეთებდა პირდაპირ მოწოდებებს, როგორ უნდა მოხდეს სასამართლოზე შეტევა, პოლიციელების დატერორება. ჩვენ გვაქვს გამოცხადებული ქრონიკა იმისა, როგორ უნდა ჩამოიქცეს სახელმწიფო”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს, ქადაგიშვილი ამბობს, რომ კრიტიკა მოსალოდნელი იყო. მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან “ამაზე მეტი თავშეკავებულობის რესურსი უბრალოდ აღარ არსებობს”.

“კრიტიკა, ბუნებრივია, მოდის და ამას ველოდებოდით, მაგრამ ჩვენ ამავდროულად ვდაგმთ ისეთ ნაბიჯებს, რომ კიდევ უფრო კარგად მოხდეს განმარტება იმისა, რა დილემის წინაშე აყენებდნენ პროვოკაციული ძალები სახელმწიფოს მათ შორის საქართველოს სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა