გიგი უგულავა - ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დაგვიჭერენ? ათასი სხვა აქტივისტი აიღებს დროშას

ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დაგვიჭერენ? ათასი სხვა აქტივისტი აიღებს დროშას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან განუცხადა, სადაც 15:00 საათზე აქციაა დაანონსებული.

უგულავამ მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს აღარაა ერთი პარტიის, ერთი ადამიანის ან ზოგადად პოლიტიკური კლასის საქმე.

„დღევანდელი დღე კატასტროფულ სიგნალს შეიცავს ჩვენი ქვეყნისთვის. დავინახეთ, რომ წითელი ხაზი გაივლო და 23 თებერვალს ღარიბაშვილის და ივანიშვილის წყალობით, საბჭოთა კავშირში გავიღვიძეთ. აბსოლუტურად უგუნური საქციელი ჩაიდინეს, დაარბიეს, ააოხრეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი და ათასი პოლიციელისა და სპეცრაზმელის მონაწილეობით დაიჭირეს ერთი კაცი, ნიკა მელია. ეს არის კატასტროფა, ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი მხრივ გვყავს პოლიცია, რომელიც მოქმედებს, როგორც სვავი, მეორე მხრივ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ერთი კაცის დასაჭერად ამ კატასტროფულ სურათს აჩვენებს მთელ მსოფლიოს, რისკავს უდანაშაულო ადამინების სიცოცხლით. რაც მთავარია, ესაა გზავნილი, რომ მე ვიქცევი, როგორც პუტინი და ლუკაშენკო. ეს აღარაა ერთი პარტიის, ერთი ადამიანის ან ზოგადად პოლიტიკური კლასის საქმე, ეს უკვე ნებისმიერი მოქალაქის საქმეა, რომელსაც არ უნდა რუსეთის გაფორმება საქართველოში. ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დაგვიჭერენ? ათასი სხვა აქტივისტი აიღებს დროშას. არანაირი დაჭერები და რეპრესიები, არაფერი არ გაგვაჩერებს. ივანიშვილმა ის რუბიკონი გადალახა, რომლის შემდეგაც ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს. დღეს შევიკრიბებით კანცელარიასთან, რადგან გამორჩეული მონა- ღარიბაშვილი სწორედ აქ ზის. მინდა ყველას მოვუწოდო, მოდით მეგობრებო, ეს ჩვენი და ჩვენი შვილების საქმეა“, - აღნიშნა უგულავამ.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში, ნიკა მელიას დაკავებისას პოლიცია ყველანაირ ზღვარს გადავიდა.

„ტყუილად გგონიათ რიგით პოლიციელებს, ჩაფხუტების ქვეშ რომ ხართ, რომ საშტატო განრიგი არ იქნება გამოქვეყნებული, ვინც მონაწილეობა მიიღო. სახლის სადარბაზოებში თქვენი შვილები ნახავენ სურათებს, რომ მათი მამები არიან უდანაშაულო ადამიანების დამრბევები“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა