სალომე სამადაშვილი - „ოცნებამ" მიზანმიმართულად და პროვოკაციის გზით ქვეყანა ჩიხში მიიყვანა და ქართველ ხალხს ართმევს ევროატლანტიკურ მომავალს

თუ 20 ივნისს გავრილოვი დაჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, დღეს ჩვენ გვითხრეს, რომ გავრილოვი ზის ჩვენი ხელისუფლების სათავეში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე რეაქციები იქნება.

„საქართველოს ყველა მოქალაქემ, ვისაც სურს, რომ იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში, დღეს ნათლად უნდა დაინახოს, რომ ქვეყანაში დამყარდა სრული საოკუპაციო რეჟიმი. თუ 20 ივნისს გავრილოვი დაჯდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, დღეს ჩვენ გვითხრეს, რომ გავრილოვი ზის ჩვენი ხელისუფლების სათავეში.

„ოცნებამ" მიზანმიმართულად და პროვოკაციის გზით ქვეყანა ჩიხში მიიყვანა და ქართველ ხალხს ართმევს ევროატლანტიკურ მომავალს და თავისუფლებას. ამიტომ, მე იმედი მაქვს და ყველას ვთხოვ, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, განურჩევლად იმისა, რას ფიქრობთ რომელიმე პოლიტიკოსზე, დღეს 15:00 საათზე შევიკრიბოთ მთავრობის ადმინისტრაციასთან, როგორც ჩვენ შევიკრიბეთ 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდ ვუთხრათ რუსეთს, რომ საქართველოში საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმი აღარასოდეს დამყარდება.

მე, მთელი ღამე და დღესაც მაქვს უწყვეტი კავშირი ევროკავშირის ყველა შესაბამის დედაქალაქთან, ევროპარლამენტთან და აშშ-სთან, ჩვენ ვნახავთ, რომ უახლოეს დღეებში უფრო მწვავე რეაქცია იქნება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ერთადერთი გზა ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ეს არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და ხელისუფლების დაბრუნება მათთვის, ვისაც ხელისუფლება ეკუთვნის და ეს არის ქართველი ხალხი", - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს