ზაალ უდუმაშვილი - დღეიდან დავიწყებთ ფართომასშტაბიან პროტესტს და აუცილებლად ამოვაგდებთ ამ მორყეულ კბილს, რომელიც ქვეყანას 8 წელია აწუხებს

დღეიდან დავიწყებთ ფართომასშტაბიან პროტესტს და აუცილებლად ამოვაგდებთ ამ მორყეულ კბილს, რომელიც ქვეყანას 8 წელია აწუხებს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია გადადის 24 - საათიან რეჟიმში მუშაობაზე.

„დღეს, ამ ცნობილი მოვლენების შემდეგ, სპონტანურად დავგეგმეთ, რომ 15:00 საათზე შევკრებილიყავით. თუმცა, ჩვენ ცოტა ხანში, გაგაცნობთ ჩვენს უახლოეს გეგმასაც და იმ აქციის გეგმასაც, რომელსაც ვგეგმავთ. ეს იქნება უფრო ფართომასშტაბიანი აქცია. ასე გაგრძელდება იმ მორყეული კბილის ამოგდება, რომელიც ჩვენს ქვეყანას 8 წელიწადია აწუხებს. დღეს ამ კოლექტიურმა გავრილოვებმა, სერგო ორჯონიკიძის პირდაპირმა შთამომავლებმა იერიში მიიტანეს თავისუფლების დამცველ საქართველოს მოქალაქეებზე. პარტიის ოფისი მთლიანად განადგურებულია, განადგურებულია ავეჯი, ტექნიკა, წაღებულია ბევრი რამ, სერვერები. რაში სჭირდებოდათ?! ტექნიკური ინფორმაციაა ჩაწერილი, რაში სჭრიდებოდათ თუ მელიას დაკავება უნდოდათ?! შეგნებულად გააკეთეს. დღეს რაც მოხდა, ეს იყო ბოლო წვეთი იმ ფიალაში, რომელიც დიდი ხანია ავსებულია. დღეიდან დავიწყებთ ფართომასშტაბიან პროტესტს და აუცილებლად ამოვაგდებთ ამ მორყეულ კბილს. ოპოზიცია ერთიანია როგორც არასდროს. ყველა ვართ შედუღაბებული ერთი მიზნით, რომ რაც შეიძლება დროულად დავასრულოთ ეს ხელისუფლება,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, სამართლდამცავებმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.

იხილეთ ვიდეო: დღეიდან დავიწყებთ ფართომასშტაბიან პროტესტს და აუცილებლად ამოვაგდებთ ამ მორყეულ კბილს, რომელიც ქვეყანას 8 წელია აწუხებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა