ახალგაზრდობის სააგენტომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა

ახალგაზრდობის სააგენტომ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდობის სააგენტო, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის სარეფორმო მიმართულების ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტს ეწვია.

„შეხვედრაზე ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მშენებლობის პროცესი და მიღწეული შედეგები იქნა განხილული, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა. მათ შორისაა მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის შედეგების განხილვა, რაზე დაფუძნებითაც ადგილზე ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა. მიმდინარედ აღნიშნული დოკუმენტი საჯარო განხილვების ეტაპზეა, რის შემდეგაც უახლოეს პერიოდში საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება.

შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მცირე ახალგაზრდული სივრცის გახსნაა, რაც ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისთვის, ახალგაზრდული სივრცე გაიხსნა, ამისთვის სააგენტომ პირველადი ტექნიკური აღჭურვილობა და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონცეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს