რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, სურამის სოციალური თერაპიის სახლ „ანთილიოსს" 10 ყუთი თბილი ტანსაცმელი გადაეცა.

„სახლის დირექტორმა, ხათუნა კურტანიძემ, გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა აქციის ორგანიზატორებს. სურამის სოციალური თერაპიის სახლში 500-მდე ბენეფიციარი ჰყავთ.

აქციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ტარიელ პაპინაშვილი, და სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე.

საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა