ეკა გიგაური - დააპატიმრო ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე მხოლოდ იმისათვის, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა, ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში

„ეს არის პროცესი, რომელიც მიმართულია მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ ეს ადამიანი გაანეიტრალონ,- ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" თავმჯდომარემ ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების საკითხს.

ეკა გიგაურის თქმით, ეს ყველაფერი გასცდა უკვე სამართლებრივ ჩარჩოს, რაც გულისხმობს იმას, რომ პროცესი არის პოლიტიზებული. რაც შეეხება ვითარების განმუხტვას, გიგაურის განმარტებით, პასუხისმგებლობა დღეს მთავრობას ეკისრება, მათ უნდა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ესკალაცია არ გაღრმავდეს.

"არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს მოვლენები უკვე შევაფასეთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი შორს არის სამართლებრივი პროცესისგან და ვფიქრობთ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც მიმართულია მთავარი ოპიზიციური ძალის ლიდერის წინააღმდეგ, იმისათვის, რომ ეს ადამიანი გაანეიტრალონ. ამაზეა აქ საუბარი. ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამაზე მიუთითებენ, მათ არ სჯერათ, რომ ეს იყო სამართლებრივი პროცესი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე იმოქმედებს. ეს ძალიან ცუდია. მოვუწოდებთ ჩვენს მთავრობას, რომ დაფიქრდეს რას აკეთებს, რადგან დღეს, ფაქტობრივად, სასწორზეა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის ბედი და ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. ასეთი რამ, რომ დააპატიმრო ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე მხოლოდ იმისათვის, რომ ის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეა, ხდება ავტორიტარულ ქვეყნებში. ასეთ ქვეყანას, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები არ ვიმსახურებთ. ამიტომ, მოვუწოდებთ მთავრობას, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ დეესკალაცია მოხდეს, არ გამწვავდეს პროცესები და დავუბრუნდეთ ისეთ რეჟიმს, რომლის შედეგადაც უკეთეს ქვეყანას მივიღებთ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო