ალეკო ელისაშვილი - მელიას დაკავებამ სურათი დაამძიმა, ქვეყანას ამოსუნთქვა და დამშვიდება სჭირდება, ორივე მხარემ ემოციები უნდა მოთოკოს

„ქართულ ოცნებაში“ უნდა გაითავისონ, რომ უკვე მეცხრე წელია ხელისუფლებაში არიან. კუნთებს ნუ ათამაშებენ, დაუძახონ ოპოზიციას, დასხდნენ და დაილაპარაკონ,- ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს განვითარებული მოვლენები ცეცხლზე ნავთის დასხმაა და მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს.

„დღეს რაც ვნახეთ, იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა, ესკალაცია, ძალიან სამწუხარო სურათი. მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა, ფეხი წაგვიცდა და ერთი ფეხით გადავიწიეთ უფსკრულისკენ, სანამ გადაჩეხილა მთელი ქვეყანა უფსკრულში, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ გაჯიქება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ყველა უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან. ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი. „ქართულ ოცნებაში“ უნდა გაითავისონ, რომ ისინი უკვე მეცხრე წელია ხელისუფლებაში არიან და კუნთებს ნუ ათამაშებენ, დაუძახონ ოპოზიციას და დაილაპარაკონ. თავი დაანებონ წინაპირობებით ლაპარაკს, დასხდნენ და დაილაპარაკონ. რა თქმა უნდა, დღევანდელმა სპეცოპერაციამ და მელიას დაკავებამ დაამძიმა სურათი. ქვეყანას ამოსუნთქვა და დამშვიდება სჭირდება. ორივე მხარემ ემოციები მოთოკოს, ხალხზე უნდა ვიფიქროთ“,-აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა