ომბუდსმენი - ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, ე.წ. წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც

ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით ე.წ. წიწაკი სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით, ეს არის გაეროს სტანდარტები, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის, ევროპული სასამართლოს, გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის სტანდარტებით, ე.წ. წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ, სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული გაზით დახურულ სივრცეში მიყენებული ტკივილი აღწევს არაადამიანური მოპყრობის და წამების ფორმებს.

„სი პი ტის" 2014 წელს საქართველოსთვის პირდაპირ აქვს გაცემული რეკომენდაცია, რომ ე.წ. წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში.

არ შეიძლება ადამიანის უფლებათა სტანდარტით ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება დახურულ სივრცეში. განსაკუთრების აკრძალულია ამ გაზის გამოყენება მათ მიმართ, ვინც არ წარმოადგენენ საფრთხეს პოლიციისთვის", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს