ნინო ლომჯარია - მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება

მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი თქმით, მოვლენების ასე განვითარება საქართველოს დასავლეთ პარტნიორებთან დააშორებს და ჩიხში შეიყვანს.

"არაერთი განცხადება გავაკეთე და მიმაჩნია, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოთ დასაბუთებული. წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეს არ არის დასჯის ფორმა, ის უნდა გამოვიყენოთ მაშინ, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბრალდებული მიიმალება ან გაანადგურებს მტკიცებულებებს. ასეთი მტკიცებულებები სახალხო დამცველმა ვერ დაინახა. სახალხო დამცველის ჩათვლით და საერთაშორისო პარტნიორებიც, ყველა აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ მსგავსი მოვლენების განვითარება დაგვაშორებდა დასავლეთ პარტნიორებთან.

მოვლენების ასეთ განვითარებას მივყავართ ჩიხისკენ. მმართველი პარტიის და ოპოზიციის მომხრეებს არავის არ სურს ქვეყანაში იყოს ასეთი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება", - განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა